"ლომი და ხარი სხედან და ქეიფობენ...შუა ქეიფის დროს ხარს ურეკავს მისი ცოლი და ეუბნება:
-სად ხარ? - ხარი ადგება და გინებას, ლანძღვას დაუწყებს და გაუთიშავს ტელეფონს, ლომს კი სიამაყის თვალებით შეხედავს და გაეღიმება...
სად იყო და სად არა, ლომსაც ურეკავს მისი ცოლი და ეკითხება: - სად ხარ?
ლომი პასუხობს: - ძვირფასო, აი, ხართან ერთად ვზივარ და ვქეიფობთო, და არ ინერვიულოო, აკოცებს და გაუთიშავს მობილურს...
ხარს სიცილი წასკდება და ლომს ეუბნება: - მეფე ხარ და შენ ცოლს რა მოწიწებით ელაპრაკებიო, ვერა ხედავ ჩემ ცოლს რა დღე დავაწიეო?!....
ლომს ჩაეცინება და ეტყვის ხარს: - მომისმინე მეგობარო, შენი ცოლი ძროხაა და ჩემი კიდევ დედოფალიო...
ამით იმის თქმა მინდა, რომ მოდი იმ კაცს გაუმარჯოს, მის მეორე ნახევარ