მაღალ–ფარდოვანს არა ვცნობ სიტყვას, ბრჭყვიალა ნივთებს კაპიკად არ ვთვლი, უბრალო იყო, რაც დღემდე მითქვამს, უფრო უბრალო, ისიც, რაც არ ვთქვი. არ ვიშველიებ სხვის ნათქვამ ფრაზებს, ვაღმერთებ სიტყვას უბრალოდ მართალს, თითს არ ვაყოლებ გავლებულ ხაზებს, არ ვიმეორებ, ვიღაცის ნათქვამს. არც დიადემა არ მომიხდება, ერთი გვირილა დამატყობს ღიმილს, ხშირად ნატვრებიც თუ არ მიხდება, უბრალო ლექსით ვიყუჩემ ტკივილს. ოქრო და ვერცხლი სათქმელად არ ღის, მდიდარს ვარამი სხვაგვარიც ახლავს, გაასვენებენ დოვლათით დაღლილს და სასუფეველს ვერასდროს ნახავს. ძვირფასი თვლებით არ მშვენის კაბა, როცა უბრალო ემოსა უფალს... მე კი ცოდვილმა, რაღა ვთქვა აბა, იმაზე მეტი, რაც არვის უთქვამს. თვალისმომჭრელი მიყვარს სინათლე, სინათლე , მხოლოდ სანთლე