არ ვიშველიებ სხვის ნათქვამ ფრაზებს, ვაღმერთებ სიტყვას უბრალოდ მართალს, თითს არ ვაყოლებ გავლებულ ხაზებს, არ ვიმეორებ, ვიღაცის ნათქვამს. არც დიადემა არ მომიხდება, ერთი გვირილა დამატყობს ღიმილს, ხშირად ნატვრებიც თუ არ მიხდება, უბრალო ლექსით ვიყუჩემ ტკივილს. ოქრო და ვერცხლი სათქმელად არ ღის, მდიდარს ვარამი სხვაგვარიც ახლავს, გაასვენებენ დოვლათით დაღლილს და სასუფეველს ვერასდროს ნახავს. ძვირფასი თვლებით არ მშვენის კაბა, როცა უბრალო ემოსა უფალს... მე კი ცოდვილმა, რაღა ვთქვა აბა, იმაზე მეტი, რაც არვის უთქვამს. თვალისმომჭრელი მიყვარს სინათლე, სინათლე , მხოლოდ სანთლების ცეცხლის, უბრალო სიტყვით თქმული სიმართლე, ხმა საკუთარი, სხვა რომ ვერ შეცვლის. რამდენჯერ მიწას მოვსწყვიტე მზერა, დავეცი...და ჩემს თავზე ვბრაზდები. არ მინდა ლექსის ამაყად წერა, არც მოფენილი ფიანდაზები. ფიქრშიც კი, როცა გავივლე ავი, ვინანე, ესეც ცოდვად გამყვება, ზეაწეული, რად მინდა თავი, როცა უფალი გვერდით დამყვება. მართალი მზერით მინდა ვიარო, ერთი გვირილა თმებში მშვენოდეს, უფალო, ჩემში შენ იხმიანო, და ამ უბრალო სიტყვის გჯეროდეს.ნანა მეფარიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев