თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს
მე შენ გაჩუქებ ალისფერ ვარდებს,
ცის კამარიდან ჩამოვა მთვარე
და გაანათებს უთუოდ ღამეს.
მე შენ მჭირდები მაგრამ აქ არ ხარ
მინდა შეგეხო მაგრამ შორსახარ
მინდა გაკოცო და მოგეფერო
ჩემი სიცოცხლის დიდო ალმასო.
არ ვიცი ამდენს როდემდე გავძლებ
უშენოდ მიჭირს ყოველი ღამე
არ მინდა მარტო გავიდე გარეთ
და შენ უყურო სხვა ბიჭის სახეს
შენ დაგინახავ დავფრინავ ცაში,
მუდამ შენსკენ მაქვს გეზი თვალების
თვალები გიმზერს! მაგრამ ვერ ხვდები
რომ არვინ მიყვარს არსად შენს მეტი.
შეცდომა დავუშვი მაგრამ ვინანე
ჩემი წუხილი გაგიზიარე
არ მაპატიე აღარაფერი
ღმერთოო! რას ვიზამთ ბედია ბედი.
წაიღე ოცნება,წაიღე ფიქრები,
მე შენი წარსულის ტკივილი ვიქნები,
გაივლის დრო და დახუჭავ თვალებს
კვლავ გა