ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას... დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!
ახლა, როცა ვისწავლეთ ფრენა ჰაერში - როგორც ჩიტებმა, ცურვა წყალქვეშ - როგორც თევზებმა, ისღა დაგვრჩენია, ვისწავლოთ ცხოვრება დედამიწაზე - - როგორც ადამიანებმა.
ფანქარი...
შვილიშვილი აკვირდება, ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება:
- რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს? იქნებ ჩემს შესახებ წერ?
ბაბუამ შეწყვიტა წერა და ღიმილით უპასუხა შვილიშვილს:
- შენ გამოიცანი, მე შენს შესახებ ვწერ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას ვწერ მე, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილია, რომ როდესაც შენ გაიზრდები, გახდე ისეთი, როგორიც აი ეს ფანქარია…
ბავშვმა ცნობისმოყვარე თვალებით შეათვალიერა ფანქარი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია.
- ეს ზუსტად ისეთი ფანქარია, როგორებიც მე ბევრეჯერ მინახავს, წამოიძახა გაუგებრობაში მყოფმა შვილიშვილმა!
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ ჩვენ ნივთებს. ამ ფანქარს გააჩნია ხუთი თვისება,