
)))
ძველი რეცეპტების გახსენება;)))
რატატუი - 630 მილიონიანი კერძი, ბევრი ბოსტნეული, ცოტა ისტორია და მარილი გემოვნებით...
ახლა ფოტოზე ჩემს დღევანდელ ვახშამს ხედავთ - ეს „რატატუია“, სამხრეთელი ფრანგების მტკიცებით, მათი საიმიჯო კერძი, თუმცა გასტრო-ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სიტყვა „რატატუი“ მე-20-ე საუკუნებმდე არცერთ კულინარულ წიგნში არ არის მოხსენიებული...
კულინარიაში რეცეპტების „მოპარვა“ ჩვეული წესია და როგორც ჩემი კოლეგა, გაკულინარებული ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი ალექსეი ზიმინი ამბობს: „მზარეულები რეცეპტებს მუდმივად იპარავენ, იპარავენ იმ საერთო ქვაბიდან, რაშიც კაცობრიობის დაგროვილი კულინარული სიბრძნე იხარშება“.
რა შუაშია ჩემი დღევანდელი კერძი და ქურდობა? ახლავე აგიხსნით...
ცოტა ისტორია
არის ამქვეყნად კლასიკოსად ქცეული ფრანგი მზარეული მიშელ გერარი, ვინც უკვე დიდი ხანია „ამქვეყნიურ“ პრობლემებს გაექცა - ჭორებს, ვალებს (მილიონერია;), მიწიერ წვრილმანებს და „კულინარულ წმინდანად “ იქცა... ამბობენ მიშელ გერარი ბადრიჯანს ისე ესაუბრება, როგორც წმინდა ფრანცისკ ასიზელი ესაუბრეებოდა ჩიტებს...
ნიჭიერი კაცია მიშელ გერარი, მილიონები სწორედ მზარეულობით იშოვა და არ მალავს, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში მხოლოდ „კულინარულად“ მოგზაურობს... ასე „მოიპარა“ თურქეთში მოგზაურობის დროს ერთგვარი აჯაფსანდალი თუ ჩანახი, პომიდორი, ბადრიჯანი და ყაბაყი ქორფად ჩათუშული...
თურქები ამ კერძს „იმამ ბაიალდის“ უწოდებენ, თარგმანი: „იმამს გული წაუვიდა“, რაც კერის სიგემრიელეზე მიუთითებს... ჩაიტანა საფრანგეთში გერარმა თურქული რეცეპტი და „კონფი ბაიალდი“ უწოდა... კონფი ფრანგების საყვარელი ჩათუშვის მეთოდია - ნელ ცეცხლზე დიდხანს ცხვება ხილი თუ ბოსტნეული...
1976 წელს „კონფი ბაიალდით“ მიშელ გერარმა მილიონები დააგროვა და მის რესტორანს მიშლენის 3 ვარსკვლავი ამაყად მიანიჭეს... გავიდა დრო და 1980 წელს მიშელ გერართან პრაქტიკანტი ჩავიდა - ახალგაზრდა ამერიკელი შეგირდი ტომას კელერი. ტომას კელერი დღეს ახალი ამერიკული სამზარეულოს მამად არის აღიარებული, მაშინ კი თვალებში შესციცინებდა ფრანგ გურუს...
სწორედ იქ, ფრანგულ პატარა სოფელში, გერარის რესტორანში შეისწავლა ტომას კელერმა „კონფი ბაიალდი“
და ატლანტის ოკეანის გაღმა სათუთად გადააპარა... მერე გახსნა რესტორანი - „ფრანგული სამრეცხაო“, გამოსცა წიგნი, დაიბნია ვარსკვლავები და ერთ დღესაც სწორედ ამ რეცეპტით იშოვა 630 მილიონი დოლარი;))))
და როგორ? 2007 წელს გამოვიდა მულტფილმი „რატატუი“, სადაც მზარეული წრუწუნა სწორედ ტომას კელერის რეცეპტით ამზადებს „რატატუის“.... ანუ იგივე მიშელ გერარის „კონფი ბაიალდის“, ანუ იგივე თურქების „იმამ ბაიალდის“................
ესეც ასე, ქურდობა კულინარიაში იმ დიდი ქვაბიდან ხდება, სადაც მსოფლიო რეცეპტები ერთად იხარშება.....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3