
ბადრიჯნის გუფთები საბერძნეთიდან
დაგვჭირდება: 1 კგ ბადრიჯანი
1,5 ჭიქა საფანელი
1 ჭიქა "კეფალოტირი"(ყველის სახეობაა)
1 ჭიქა ნიგოზი გატარებული
2 კბილი ნიორი
2 კვერცხი
ოხრახუში,მარილი,წიწაკა გემოვნებით
ფქვილი გუფთების ამოსავლებად
ზეთი შესაწვავად
მომზადება:ბადრიჯანი,პატარა ნაჭრებად დაჭრილი,ჩავყაროთ ადუღებულ და მარილიან წყალში.ადუღებიდან 10 წუთში გადავიტანთ თუშფალანგზე და რომ გაცივდება ხელით კარგად გავწურავთ.მოხარშულ ბადრიჯანს დავუმატებთ საფანელს,კვერცხს,ნიგოზს,ნიორს,წიწაკას,მარილს,ოხრახუშს და კარგად მოვზილავთ.სველი ხელებით მოვამზადებთ პატარა გუფთებს და შევწვავთ ზეთში(ზეთი იმდენი უნდა იყოს,რომ გუფთა ნახევარზე მეტად იფარებოდეს).მზად არის ბადრიჯნის გუფთები,რომლებსაც ზაფხულის ცხელ დღეებში მიირთმევენ ბერძნები არაჟნის და პომიდორის სოუსით.
პომიდორის სოუსისთვის დაგვჭირდება:
4 საშუალო ზომის პომიდორი
5-6 ფოთოლი რეჰანი
1 წიწაკა(ქორფა)
მარილი,ზეთი
მომზადება ძალიან მარტივია:კანგაცლილი და ბლენდერში გატარებული პომიდორი,წიწაკა,ზეთი და მარილი მოვატავსოთ ქვაბში. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ დავამატოთ რეჰანი და გამოვრთოთ.როცა გაცივდება მზად არის!
არაჟნის სოუსისთვის დაგვჭირდება:250 გრ არაჟანი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პიტნა ან ოხრახუში (გემოვნების მიხედვით)
მომზადება:ავურევთ კარგად ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს(მწვანილი წვრილად დაჭრილი).სუფრასთან სანამ გავიტანთ ნახევარი საათი გავაჩერებთ საყინულეში.
გემრიელად მიირთვით!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев