
"აშშ"
გვჭირდება: 1ყავის ჭიქა ზეითუნის ზეთი,ნახევარი ჭიქა უცხიმო იოგურტი,(მაწვნითაც კარგია ძალიან), 1ჩაის კოვზი ლაიმის წვენი,2-3 კბილი ნიორი,1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი, ერთი დიდი კონა ქინძი და 1 ჩ.კოვზი მარილი. ყველაფერს ერთად ვყრით ბლენდერში გარდა ზეთისა, რომელსაც ნელ ნელა ვამატებთ ბოლოს. თუ როგორ გამოიყენებთ ეს უკვე თქვენი გემოვნების საკითხია, მე შემწვარ ბადრიჯანს, ყაბაყს ვალაგებ ამ ნაზავში,რა დაგიმალოთ და ისედაც მივირთმევ:) სინჯეთ თქვენც:)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев