
დესერტი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, ჟოლოს parfait
ინგრედიენტები (4 კაცისთვის)
1 მთლიანი კვერცხი
1 და ნახევარი კვერცხის გული
58 გრ. შაქარი (ასე წერია რეცეპტში :)))
250 მლ ცხიმიანი ნაღები
150 გრ. ჟოლო (+ მოსართავად)
შაქრის პუდრა
შაქარი და კვერცხები (1 და 1/5) ჩაყარეთ ქვაბში და თქვიფეთ,სანამ ფაფუკ მასას მიიღებთ.ეს ქვაბი შემოდეთ დაბალ ცეცხლზე და გააგრძელეთ თქვეფა,ნდა მიიღოთ ჰაეროვანი "საბაიონი".სათქვეფი ამოძრავეთ ისე,თითქოს
რვიანებს ხაზავთ.ყურადღება მიაქციეთ, რომ ქვაბი დიდხანს არ იდგეს ცეცხლზე,თორემ ომლეტს მიიღებთ
ეს მასა თქვიფეთ მიქსერის გაცივებამდე,ამასობაში უფრო ფაფუკიც გახდება.
ათქვიფეთ ნაღები და მიიყვანეტ მაიონეზის მსგავს კონდიციამდე.
ჯოლო დაჭყლიტეთ ჩანლით.
კვერცხის "საბაიონ", ათქვეფილი ნაღები და ჟოლო შეურიეთ ერთმანეთს.
კექსის ფორას წაუსვით ზეთი და ჩააფინეთ შიგნით სამზარეულოს პარკი ისე,რომ კიდევ დაგრჩეთ ფორმაზე
ზემოდან გადასაფარებლად. ჩაასხით ფორმაში მირებული მასა, კარგად გადააფარეტ სამზარეულოს პარკი. ჯერ კიდევ
გაუყინავი დესერთი კარგად უნდა შეიფუთოს,თორემ ყინვის დროს წყლის კრისტალებით დაიფარება.
შედგით საყინულეში მაქსიმუმზე და დაელოდეთ დაახლოებით 8-10 საათი.
დესერტი ფორმიდან ადვილად რომ ამოხტეს, ჩადეთ ფორმა ცხელ წყალში. დაჭერით ასევე ცხელ წყალში გაჩერებული
დანით. თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ დარჩენილი ჟოლოს მარცვლები და შაქრის პუდრა,პიტნის ფოთოლიც ალამაზებს
მიირთვით გემრიელად .
სიყვარულით ჰოლანდიიდან


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев