
მოხარშეთ 1 ჭიქა ბრინჯი,გადაავლეთ ადუღებული წყალი და დადგით დასაწურად.
1 კილოგრამ , კარგად გარეცხილ ბადრიჯანს ამოუღეთ გული,ისე ამოჭერით რომ ნავის ფორმა მიიღოს.შემდეგ ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში და გააჩერეთ 5 წუთი.
ცალკე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი 3 თავი ხახვი კარგად,დაუმათეთ 2 ცალი წვრილად გახეხილი სტაფილო,და ამოჭრილი ბადრიჯნის დაჭრილი გული,კანი მოაცალეთ.
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით დაამატეთ.
შემდეგ მოთუშული ხახვი,სტაფილო და ბადრიჯანი შეურიეთ მოხარშულ ბრინჯს,ჩაახალეთ 1 ცალი კვერცხი და კარგად აურიეთ.
ამოჭრილი ბადრიჯნები ამოავსეთ ბრინჯიანი მასით.
ცალკე აიღეთ 1 კვერცხი,აურიეთ 200 გრამ არაჟანში ან მაიონეზში,დაუმატეთ 200 გრამი გახეხილი ყველი და თავზე დაადეთ 2 სუფრის კოვზი ბადრიჯანს.
შედგით ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში.
ძალიან გემრიელია ზაფხულში.
იგივენეირად შეგიძლიათ მოამზადოთ პომიდორი და ბულგარული წიწაკა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
კარგი იქნება თუ მიუთითებთ.მადლობა