
"ΠΑΠΟΥΤΣΑΚΙΑ"(პაპუცაკია) ანუ ბაჩიები ქართულად
საჭირო მასალა:3 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი
1/2 კგ ძროხის ხორცი(შეგიძლიათ
ნახევარი ძროხის და ნახევარი ღორის ხორცი გამოიყენოთ)
1 თავი ხახვი
1 ჭიქა გატარებული პამიდორი
1/2 ჭიქა ღვინო
ოხრახუში,მარილი შავი პილპილი
ზეითუნის ზეთი,1 კბილი ნიორი
ბესამელისთვის: 1/2 ჭიქა ფქვილი
2 ს/კ კარაქი
2 ჭიქა რძე
1 კვერცხი
მარილი,შავი პილპილი
1 ჭიქა გახეხილი ყველი "კეფალოტირი" ან "კეფალოგრავიერა"(შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ქართული ყველი)
მომზადება:ბადრჯანი გასუფთავებული და გრეცხილი გავჭრათ ორ ნაწილად სიგრძეზე.კანი ქვევით მოვაქციოთ და შუაგული დავსეროთ დამრეცი პარალელური ხაზებით,შემდეგ ისევ საწინააღმდეგო მიმართულებით,ისე,რომ კანი არ გაგვეჭრას.გავწიოთ ნაპირები ხელით და მოვაყაროთ მარილი ღრმად რომ ჩავიდეს.ეს არის ბადრიჯნიდან სიმწარის გამოდევნის პროფესიონალური მეთოდი.გავაჩეროთ 1 საათი.შემდეგ გავრეცხოთ და გავწუროთ კარგად.
მაქსიმალურად ცოტა ზედი მოვასხათ და დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე,ისე,რომ კანი ზევით მოექცეს(იმიტომ ვდებთ ასე,რომ ბადრიჯანმა ფორმა არ დაკარგოს),შევდგათ ჰაერღუმელში 40 წუთი 180 გრადუსზე.რომ გამოვიღებთ ამოვატრიალებთ და სუფრის კოვზით გავაკეთოთ ღრმული(ყველაფერი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ნაჩვენებია სურათზე,გაადიდეთ და გადადით).
ვიდრე ბადრიჯანს ვამზადებთ,შეგვიძლია მოვამზადოთ შიგთავსი.ზეთში მოვშუშოთ ხახვი,დავამატოთ გატარებული ხორცი,რომ ჩაიშუშება,ჩავასხათ ღვინო(თავზე არ დავასხათ),როცა ჩაშრება მივუმატოთ პამიდორი,ვადუღოთ სანამ წვენს არ შეიშრობს ბოლომდე.მოვააყაროთ ნიორი,ოხრახუში,მარილი,შავი პილპილი და მზად არის.
მომზადებული მასით ამოვავსოთ გამზადებული ბადრიჯნები და ზემოდან ლამაზად გადავუსვათ 2-3 სუფრის კოვზის ბესამელის კრემი,რომელიც შემდეგნაირად მზადდება:კარაქში მოვშუშოთ ფქვილი,დავამატოთ რძე,კვერცხი,შავი პილპილი,მარილი(ოდნავ),როგორც კი დუღილს დაიწყებს,გადმოვდგათ და შევურიოთ ყველი.ბესამეში ხშირად გამოიყენება ჯავზი(შეგიძლიათ ჩაამატოთ).მთელი ამ პროცესის მანძილზე უნდა სწრაფი მორევა.შევდგათ ჰაერღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი.სუფრასთან მიტანის წინ შეგვიძლია საბნევიც გავუკეთოთ ბაჩიებს .ცნობილ ბერძნულ რესტორნებში გარნირად მოჰყვება კარტოფილის და პამიდვრის სოუსის ნარევი.
ვინც მარხვაზე ვართ,შიგთავსად გამოვიყენოთ იგივე პრინციპით ჩაშუშული სოკო,ხოლო ბესამელის ნაცვლად კარტოფილის პიურე(მოხარშული კარტოფილი,სამარხვო კარაქი,მარილი,შავი პილპილი).მიირთვით სალათის თანხლებით.შეგარგოთ!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев