
საჭირო მასალა ცომისთვის: 3 ჭიქა ფქვილი
1/2 ჩ/კ მარილი
250 გრ მცენარეული კარაქი
8 ს/კ წყალი
საჭირო მასალა შიგთავსისათვის: 1 კგ ალუბალი
1 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა წყალი
3 ს/კ კარტოფილის ფქვილი(კრახმალი)
2 ს/კ მცენარეული კარაქი
ვანილი,მარილი (მწიკვი)
მომზადება:ჯამში შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი და მარილი.დავამატოთ კარაქი წვრილად დაჭრილი(მაცივრის ტემპერატურაზე) და ვურიოთ.დავნამოთ წყლით და მოვზილოთ ცომი(ძალიან ნუ "დაღლით"),გადავაფაროთ და გავაცეროთ 30-60 წუთი.ალუბალი კურკა გამოცლილი მოვათავსოთ ჯამში.პატარა ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავამატოთ შაქარი,კარტოფილის ფქვილი,მარილი დანის წვერით და მოვურიოთ კარგად,დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ადუღების შემდეგ,როგორც კი დაიწყებს შესქელებას გადმოვდგათ და დავასხათ ალუბლებს,დავამატოთ ვანილი და კარაქი.
ცომის 2/3 გავაბრტყელოთ ყალიბში (28-30 სმ დიამეტრი) და ამოვიყვანოთ გვერდები,შიგ მოვათავსოთ ალუბლები წვნიანი და გავათანაბროთ ზედაპირზე,ყალიბის გვერდები დანის დახმარებით შეძლებისდაგვარად ჩავასწოროთ.ცომის 1/3 -ით მოვრთოთ ტარტის ზედაპირი,გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზოლებად (1 სმ-ს სიგანის),შეგიძლიათ ზოლები დააწყოთ დიაგონალურად.შვდგათ ჰაერღუმელში 200 გრადუსზე 50-55 წუთი.
ალუბლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი სასურველ ზომებად დაჭრილი.ზამთარში ვაკეთებ დაკონსერვებული ხილით,და ვიყენებ კომპოტს(შესაბამისად შაქარს ნაკლებს ვუკეთებ).
გემრიელად მიირთვით!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев