Предыдущая публикация
ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა "Forward and Salinas"-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი, რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი - აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев