ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია იმერვიზია, ჭიათურაში გამოდის გაზეთები: „საშევარდნო“, „მაღაროელი“ და „ჭიათურა“(დაარსდა 1924 წელს).
კულტურა[რედაქტირება]
ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი,რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არებული "მსახიობთა სკოლა", ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ჩანგი", ხალხური ცეკვის ანსამბლები: "მერცხალი", "ფესვები" და "ანსამბლი-XXI", ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "იმერეთი",საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სკოლა "ნატვრისთვალი" სამეჯლისო-სპოტრული ცეკვების სტუდიები: "დანს-ფორუმი", "გრაცია" და "ელეგანტი". ქალაქში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ჭიათურის შესასვლელში დგას დიდების მემორიალი.
განათლება[რედაქტირება]
ქალაქში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები, კავშირგაბმულობის განყოფილება, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ასევე ჭიათურის სამთო მეტალურგიული სასწავლებელი. ქალაქში არის 9 საჯარო სკოლა და ერთი სკოლა პანსიონი[7], 1 კერძო სკოლა, 1 სასულიერო სკოლა, 1 გიმნაზია, 3 სასპორტო, 3 სამუსიკო და 2 სამხატვრო სკოლა, 13 საბავშვო ბაღი. ქალაქ ჭიათურის სკოლებში სწავლობს დაახლოებით 4000-მდე მოსწავლე, ასწავლის 500-მდე მასწავლებელი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев