ლანჩხუთის ფილიალში
მომიწია შესვლა.
ბანკომატთან ვიღაც ტიპი
იდგა ნერვებმოშლილი და
რაღაცას ბურდღუნებდა.
ჩემთან ერთად ბანკის
ლანჩხუთელი
თანამშრომელიც
მიუახლოვდა:
- რით შემიძლია
დაგეხმაროთ ბატონო?
- ეგი რატომ არ იძლევა
ფულს? (ქუთაისელი
აღმოჩნდა)
- რამდენი მიუთითეთ?
- 80 ლარი (შეეცადეთ
მაქსიმალურად
ქუთაისურად
გაიფიქროთ)
- სამწუხაროდ მარტო 100
ლარიანებია ამჟამად
ბანკომატში.
- ოჰ, რავა იკადრებთ
ლანჩხუთლები ნაკლებ
კუპიურაზე მუშაობას,
ყვავა თქვენთან
ეკონომიკაო და გავიდა
გინებ-გინებით.
ის იყო რომ უნდა
დავხოცილიყავით
სიცილით და ერთი
ჩაფიქრიანებული
გურული, რომელიც ჩემ
უკან იდგა რიგში,
თანამშრომელს
შეუბრუნდა და
გაბრწყინებული
თვალებით ეკითხება
"მაი რაფერაა ახლა, 20
ლარი მაქ ანგარიშზე და
რომ მევითხოვო 100-ს
მომცემს?"


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6