***
ტკივილიანო სიცოცხლევ
და მაინც ტკბილო ძალზედა,
ცრემლიან-ღიმილიანო,
გვატირებ რამდენ ხმაზედ.
ასი წელიც რომ გყამყოფო,
წუთი მოგვყვება კვალზედა,
იყავი, ხარ და აღარ ხარ,
თავზე გვეფარე სხვა მზე და...
ჰაი, რა სწრაფად ტრიალებ,
ცრემლად გვიბზინავ თვალზედა,
ვის უფსკრულისკენ წაიყვან,
ვის ანგელოზის ფრთაზედა,
ცოდვით და მადლით გვატარებ,
ცხოვრების შარა-გზაზედა,
ხან მუხლზე შემოგვაყენებ,
ხან შეგვსვამ მეცრე ცაზედა.
შენამდე სტუმრად მოსულმა,
ვინაც იკაცა, აღზევდა,
ვინც არ დატოვა მოყვასი,
მომდურებული ვალზედა,
ვინ თვისით გასჭრა სამარე,
ვინ გზა გაკვალა მთაზედა,
ამ ქვეყნიურო სიამევ,
გათვლილო წუთის წამზედა,
გარდაუვალო სიკვდილო,
მომდგარო ყველას კარზედა,
თუნდ ბოლო წამო ყოფნისა,
და მაინც ტკბილო ძალზედა.
/ნანა მეფარიშვილი/
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев