Предыдущая публикация
მნახველები
სხედან, ბუბუნებენ დინჯი
კახელები,
არაპირმოთნე და
საქმე ნაღდები,
სხედან მკერდსა
შინა პატარა
ნაღმებით.
თითქოს აფასებენ
ნაჯაფ-ნახელავებს,
დრო და დრო
კოჟრიან ხელებს
დახედავენ,
დრო და დრო
თითქოს და...
ოცნებას
აპურებენ,
ზეცას
კრძალვითა და
კდემით
აჰყურებენ.
ალაზნის
ველივით
დაფიქრებულები...
დამუნჯებულები
სათქმელით
ულევით...
მაგრამ გახელებაც
იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი,
სიდინჯე, გახევება.
თუმცა
უწყიან, რომ
სოფელი
წამიერობს,
მაინცა მღერიან:
"მრავალჟამიერო" ...
ათასი ჭირისა და
ვარამის
მნახველებო,
ეს თქვენ
გაგიმარჯოთ, ძმებო კახელებო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев