ახლოს რად არ მეკარები.
მოდი დღეს წუხრას მესტუმრე,
თავად გაგიღო კარები.
იმდენი გასვა, გაჭამო
დაგატყვრეცინო თვალები.
მემრ ჩემ დაკრულზე გაცეკვო,
ფანდურს ვაწყვიტო ლარები.
რად არ მოდიხარ, მითხარი
არ მაგწონს ჩემი აზრები?
თუ ქოხს მიწუნებ ბებრულსა,
ან რომ მინთია ჭაღები?
მოდი, თამამად შემოდი
მალვით ნუ მოიპარები.
ჯერ დავსხდეთ ლოთურ დავლიოთ
მერე შავიბათ მთვრალები.
აჰა...აეგრე, თამამად
შემოდი, დაჯექ, დაყენდი
რას მიბღვერ, არ მაგწონვარა?
რას აგიკეცავ მკლავები?
მითხარ რას დალევ ძმობილო
მითხარ, სავსე მაქ მარნები.
თუ გინდა გასმევ კაცის სისხლს,
თუ გინდ ვაქციოთ ხარები.
ტყუილად წვალობ ბეჩაო,
მთის შვილს ნეტა რას გამხდები.
ასწიე ჭიქა მომირტყი,
ნათქვამს ნუ გამააკლდები.
ცერად რად მიცქერ უჯიშოვ?
რომ მოგიღრეცავ ჩანები.
დაგყოფ ხელს, ყორეს გაწყვიტებ
ჭკვიანად თუ არ დასდგები.
არც სასმელსა სვამ, არც საჭმელს
ახლოსაც არ ეკარები.
ტაბლას მიწუნებ, თუ გგონავ
ფხზელი უფრო მამწვდები.
ჭკუით იყავი მე გითხარ,
თორე გამტვრიე მკლავები.
გათრევ წუნკალა ძაღლივით,
ცემაშიც გამითავდები.
ნუ გგონავ მამკლა სიკვდილო!
მამკლავ? კლოვ დავიბადები.
მერე ხევხუვში მაგიძევ
ვერსად ვერ დაიმალები.
ეხლა მას გირჩევ სიკვდილო
აქედან გადაინთხია.
სანამ ჯერ იქავ გონთ ორა
თორე ბევრ აღარ მიკლია.
რას მიცქერ ყურთ ხომ არ გაკლავ?
შენად ეს ადრეც მითქვია.
მაგრამ აქამდე მახინჯო
შენ მაკვლა მე არ მიცდია.
ეხლა კი ეგ შავ პერანგი,
ეგ ცელიც წიხლზე მკიდია.
დღეს უნდა მოვსპო,ის რაც
აქამდე იყო მითია.
აესრ შავებით იმ წუხრას
მე და სიკვდილი ერცხვასა.
ის ღამე ისე გათენდა,
მაუნდი იმის ბერტყვასა.
აისე მივცხე ცხვირ-პირში
მიწას რომ ცაი სეტყვავსა.
მემრ შაშინებულ სიკვდილი
მამაკვდავ ციკანს ემსგავსა.
მთხოვდა,ნუ მამკლავ ხევსურო
აღარ ვინდომებ შენ კვლასა.
ოღონდაც აემ სიცოცხლეს
ნუ ასპობინებ შენ მკლავსა.
ბოლოს შემნანდა ბეჩავი
ცრემლი სდიოდა შემკრთალსა.
კარში წიხლის კვირთ გავაგდე,
ვუთხარ:არ გნახო ჩემ სახლსა!
წავიდა ტირილ-ტირილით
მიძახა სიკვდილ გერქვასა.
ვერ ვისიკვდილებ უკვე მე,
რა დღე მაყარე ბეჩავსა.
მირბოდა მისი წიოკი
ხევშიით ესმოდ მთელ მთასა.
აესრ დავშორდით იმ წუხრას
მე და სიკვდილი ერცხვასა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1