Предыдущая публикация
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი —
იცოდეს ყველამ — შენი ბრალია.
გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია...
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც.
იცოდეს ყველამ შენი ბრალია.
ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.
ცხოვრება მიჰქრის ნიაღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია...
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.
#музыка


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1