სიყვარულისგან აღვსილი გულით
ზეციდან თითქოს ღმერთის წყალობით
ანგელოზივით მთებს ჩამოსული.
მთის სურნელებას დაუბერავს ქარი
დალალებს გაშლილ მხრებზე ჩქერივით,
ეგ სილამაზე სისხლს ამიჩქეფებს
გერგეტს ვილოცებ შენთვის ბერივით.
მე შევავედრებ გულებს სიყვარულს
რომ საუკუნოდ აღარ გაგვყაროს,
სულ შენ გიხუტო ჩემო სიცოცხლევ
გამიცისკროვნე მთელი სამყარო,
გულს მოეფინე თითქოს იებად
გაზაფხულზე რომ იფეთქებს მთებში.
სანთლად ანთებულს გიყვარს უფალი
ულამაზესო, ხატებავ ღვთისა,
ფიფქივით თეთრო ცისფერთვალება
ანგელოზი ხარ მადლიან მთისა...
მთის სურნელებას დაუბერავს ქარი
დალალებს გაშლილ მხრებზე ჩქერივით,
ეგ სილამაზე სისხლს ამიჩქეფებს
გერგეტს ვილოცებ შენთვის ბერივით.
მე შევავედრებ გულებს სიყვარულს
რომ საუკუნოდ აღარ გაგვყაროს,
სულ შენ გიხუტავ ჩემო სიცოცხლევ
გამიცისკროვნე მთელი სამყარო,
გულს მოეფინე თითქოს იებად
გაზაფხულზე რომ იფეთქებს მთებში.
#музыка


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев