ვფიქრობ ნაბიჯი როგორ გადავდგა
უნდა შევიდე, ვებრძვრი თავს - სულზე,
სულზე, რომელიც თითქოს წამართვა -
ძველმა ნაცნობმა, თუმც არც კი ვიცი
აღარც კი მახსოვს სად ვნახე ბოლოს,
იყო ეს ცხადი?... თუ იყო ძილი?...
გაცრეცილ კადრებსღა ვარჩევ მხოლოდ...
მინდა ვირწმუნო, რომ სათნოება
არ არის მხოლოდ რჩეულთა ნიჭი,
მეც შევძლებ დავგმო ამაოება
გადავდგა „ჩემთვის" მძიმე ნაბიჯი.
შევძლებ? ვირწმუნებ? და ნეტა რისთვის?
რომ მოვიშორო მისი აჩრდილი?
ნუთუ მჭირდება სიცოცხლისათვის
ამოვიგლიჯო სულიდან შიში?!...
შიში - დაკარგვის მისი არსების,
რომელიც თან მსდევს მთელი ცხოვრება,
უკვე ჩვეულ ვარ მოგონებების,
ძველი კადრების განმეორებას...
ის ჩემთან იყო, ღამე თუ დღისით,
ახლაც, როს ხატთან ვიწყე გოდება,
აქამდე მხოლოდ ვცოცხლობდი „მისით"
აწ უნდა შევძლო „ჩემით" ცხოვრება!...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1