Предыдущая публикация
სახეზე ნაოჭის ნუ ცდილობ დამალვას,
ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს იცოდე
,ამიტომ ნუ ცდილობ, მის ფერით დაფარვას.
თვალებში თუ რამე,სევდა და დარდია,
არ სცადო ფუნჯით,რომ ოდნავაც შეცვალო,
თვალები სარკეა, ამბობენ ყველაფერს ,
მხატვარო,ნუ ცდილობ სიმართლე შემალო.
გაცრეცილ ტუჩებსაც,ნუ მისცემ წითელ ფერს
,გაბუტულს,ბავშვურად უკვე ვერ დახატავ
,სითბოს და სიყვარულს ძალუძს,ეს იცოდე
და თუ ვერ შესძლებ,სურათსაც დაკარგავ.
ასეთი დახატე,როგორიც შენს წინ დგას,
მას უნდა უყვარდეთ,ახსოვდეთ ვინც არის,
ნუ შესცვლი სახეზე ,თუნდ შტრიხსაც მხატვარო,
წამოდი დახატე ,იქ მუზა გეძახის.
7.05.2016 ხათუნა თედიაშვილი
#კვეტარისასული
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев