Предыдущая публикация
როცა დილით ვიღვიძებ,
ვუხმობ მოგონებებს და,
ყველა წყენას ვივიწყებ.
კარგი იყო ბავშვობა!
დღეს სიბერეს შევჰყურებ,
ხვალ არ ვიცი რა მელის,
ღმერთო, შენს თავს ვიფიცებ..
როცა აღარ ვიქნები,
დახავსდება ხეები,
უჩემოდ ხომ ისედაც,
აყვავდება ატმები..
ჩემს მაგივრად სხვა მოვა,
დაირწევა აკვნები,
იქ კი ვიცი, – იმქვეყნად
ვინც შემხვდება პირველი.
/ მერაბ სალუქვაძე /
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев