არაფერს არ ვთხოვ ღმერთს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს ნიჭი მოთმენის,
მონანიების და პატიების.“
ღმერთო, შენ გვედრებ გულდათუთქული,
ძალ-ღონე კვლავაც მომაკრებინე,
მოკვდავისაგან გულის ტკენა და
სხვა ყველა წყენაც მომათმენინე!
დაუთვლელია ჩემი ცოდვები,
სულში და გულში ვერ დავატიე,
ცხელი ცრემლები უპეს მისველებს,
ღმერთო, შემინდე და მაპატიე!
ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე
გულის კარები შემაღებინე,
შეურაცხყოფა, თუნდაც ნებითი,
ყველას შევუნდო, შემაძლებინე!
ვიდრე ვსულდგმულობ, ვოცნებობ, შევძლო
მუხლმოდრეკილმა ლოცვა ღვთისათვის,
ყველაფრისათვის, ღმერთო, ბოდიში,
ღმერთო, მადლობა ყველაფრისათვის!
„არა მინდა რა, მიჭირს თუ მილხინს,
არაფერს არ ვთხოვ ღმერთს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს ნიჭი მოთმენის,
მონანიების და პატიების https://www.youtube.com/watch?v=teCpJUMdVvA


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев