უფალო შენთვის მომინდვია,
ჩემი მეგობრების ყოველი ღამე,
მშვიდი ძილი მიეცი მათ და
გაუთენე დილა მშვიდობიანი,
დაჰკარი ხალისის ელფერი,
წარმატებები მიეცი ყოველი
დღისა! ნუ გაუცრუებ ნურასოდეს
ღამის პოზიტიურ ფიქრებს,
რომლითაც ეტვირთებათ გული,
და ემზადებიან ყოველი ,
ხვალინდელი დღისთვის!
უფალო გაუძლიერე!ღამისა და
დღის მოდარაჯე,ანგელოზი!
მადლობა უფალო!
ადამიანი იღლება, ადამიანს უჭირს იმ ჯვრის ტარება რომელიც მისცა მას უფალმა და ხშირი შემთხვევაა როცა ჩვენ თვითონ ვამძიმებთ ამ ჯვარს, არის შემთხვევა როცა ადამიანი ეცემა, ვეღარ მიდის წინ, ეცემა და სთხოვს უფალს, რომ უფალო მე არ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, შენ მოდი ჩემთან. ეს ძალიან ხშირია ჩვენს ცხოვრებაში და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრების გზა მუდამ ფიანდაზებით და ყვავილებით მორთული არ გვექნება, გვექნება განსაცდელი. საოცარი ფსიქოლოგი ბრძანდებოდა მეფე დავითი და ამბობს: "და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა." აი რა უნდა გავაკეთოთ იმ დროს, როცა მოეწყინება ჩვენთანა სულსა ჩვენსა?!ძალაგამოცლილები უნდა ავდგეთ და ისევ უფალს ვთხოვოთ ძალა. ასეთი უძლურება აქვს ყოველ ადამიანს