1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი კაცი გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება, " მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. იაკობ გოგებაშვილმა თქვა, თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედით შეიმოსაო.
XIX საუკუნის ბოლოს სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე დასახელების სპირტიან სასმელს უშვებდა, ხოლო XX-ის დასაწყისში 60-მდე დასახელების სასმელი გამოდიოდა.
დავით სარაჯიშვილს არყისა და კონიაკის ქარხნები ჰქონდა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სა