რას მეტყვი თუ სახეში მოგახლი რომ არაფერსაც არ შევცვლიდი უკან დროში? წახვალ? წადი. მე ვისწავლე ძვირფასი საგნების,ნივთების და ადამიანების გაშვება, გაგდებაც კი.. რას იფიქრებ თუ გეტყვი რომ არ ვნანობ არცერთ დრამატულ წუთს და საათს?არ ვნანობ საკუთარი ექსცენტრიულობის შედეგად მიღებულ სტრესებს, არ ვნანობ რომ ცხოვრების დარტყმებს თავი არ დავუხარე,არ გავეცალე,არ გავექეცი და ყოველი დარტყმის შემდეგ უფრო მაღლა ვუწევდი თავს, ვიწვევდი და ვაგიჟებდი ჩემი არანორმალური უკურექციებით,მირტყამდა და ყოველი ,,სინიაკი“ უფრო მალამაზებდა, ყოველი ცრემლი უფრო სექსუალურს და მიმზიდველს ხდიდა ლოყაზე ჩამონადენ შავ ფანქარს.. ძირს მაგდებდა და მაღალქუსლიანის გაუხდელად ისევ ფეხზე ვდგებოდი, ზიზღიანი და სიამაყით აღსავსე თვალებით ვუყურებდი, ხმას არ ვცემდი, მხოლოდ ვუყურებდი და ვკლავდი...ძალას ვაცლიდი..მე ის უსუსური გავხადე,საკუთარი უსუსურობის ფასად მომავალში... არ ვნანობ აგონიურ წუთებში დაწყებულ ურთიერთობას, არ ვნანობ უცხო ადამიანებს, არ ვნანობ ნაძირლებს,არ ვნანობ ყოფილ მეგობრებს, არ ვნანობ არავის ვინც მე დარტყმა მომაყენა. არ ვნანობ არაფერს რამაც მე შემძრა. არ ვნანობ გაუცნობიერებელ სიგიჟეს, არ ვნანობ შოკს, არ ვნანობ სტრესს, არ ვნანობ რისკს, არ ვნანობ ცრემლებს,არ ვნანობ ისტერიებს,არ ვნანობ პანიკებს და პარანოიებს, არ ვნანობ არაფერს.გესმის?არაფერს!!!! მე მიყვარს და ჩემთვის არანორმალურად ძვირფასია ის ყოველი წამი რომელმაც მატკინა, ყოველი წუთი რომელმაც დარტყმა მომაყენა, ყოველი წამი როდესაც თვალები მიფართოვდებოდა, როდესაც ყელში ბურთი მეჩხირებოდა, როდესაც უსიტყვოდ ვყვიროდი და უხმოდ ვკიოდი, როდესაც სასოწარკვეთილი ვითხოვდი დახმარებას და არ მეხმარებოდნენ, როდესაც ატომებად და მოლეკულებად ვიშლებოდი, როდესაც ყოველი ერთი დღე კლავდა ჩემში კიდევ ერთ ნაწილს, როდესაც რეალობა და აღქმები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, როდესაც სხეული მეკრუნჩხებოდა და სუნთქვა მიჭირდა, როდესაც სიგარეტიანი თუ უსიგარეტო ხელი ქრონიკულად კანკალებდა, როდესაც ცრემლები იყო ერადერთი რასაც ვაძლევდი უფლებას მომკარებოდა..როდესაც სიკვდილსაც მივუახლოვდი და თვალებში შევაფურთხე, როდესაც ყველა მივატოვე, როდესაც ყველაფერი რაც იყო მანამდე,გახდა არაფერი... მე დავინახე, შევიგრძენი,განვიცადე,მეტკინა,დავიჭერი,დავვარდი,ავდექი, გავიარე,წავბორძიკდი,ფეხი წამოვკარი,ისევ დავვარდი,სახე დავარტყი, დავსისხლიანდი, ტალახიანი სისხლის შხეფები დამეწინწკლა სახეზე,ტანზე,ფეხებზე.. ავდექი,სისხლიანი ტალახები მოვიცილე და გზა გავაგრძელე,ზღვის წყლით ჩამოვიბანე სახე და საყურეები შევისწორე. ჩავიცვი თეთრი კაბა და ვიყავი სამყაროს დედოფალი.ყველაზე ცივი, ქედმაღალი და ძლიერი..ვიყავი ყინულის დედოფალი.. მე ვიცხოვრე ყველა ჩემი ცხოვრებით ერთდროულად, ერთ სივრცეში,ერთ განზომილებაში. ვიყავი მიამიტი ბავშვი, მხიარული გოგონა, ლამაზი თოჯინა, დრამატული ქალი,მიმნდობი ლამაზმანი, სტანდარტული ახალგაზრდა, მაცდური კატა, მოტყუებული ფისო, განადგურებული ამპარტავანი, რკინის ლედი, სერიალის გმირი, გლამურული ბარბი, მეოცნებე იდიოტი, დასტრესილი ფსიხოპატკა, არაამქვეყნიური ქარიზმატიკი, უმწეო არსება, ადამიანების მსხვერპლი, სულელი კუკლა, ბეზჟალოსტნაია სუჩკა, უგულო სწერვა, სუსტი სქესი, გაცნობიერებულად გიჟი, გაუცნობიერებლად გიჟი, შურისმაძიებელი ვეძმა...ეს ყველაფერი ვიყავი ერთ სივრცეში..ერთში გესმის? და მე არაფერს არ ვნანობ. და მე ეს მიყვარს. და ეს ჩემია. და ეს მე ვარ..!მე გავიარე ეტაპი როდესაც ვცდილობდი მნიშვნელოვნის შენარჩუნებას...როდესაც თვალებში გიყურებს საფრთხე,არ დაკარგო ყველაზე ძვირფასი-საკუთარი არსება...როდესაც ამ საფრთხეს გამოცდი...მერე უკვე ყველას და ყველაფერს ადვილად უშვებ დამიჯერე...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 16