და რას მეტყვი შენ ჩემო მეორე მევ, თუ გეტყვი რომ არაფერს არ ვნანობ? რას მეტყვი თუ სახეში მოგახლი რომ არაფერსაც არ შევცვლიდი უკან დროში? წახვალ? წადი. მე ვისწავლე ძვირფასი საგნების,ნივთების და ადამიანების გაშვება, გაგდებაც კი.. რას იფიქრებ თუ გეტყვი რომ არ ვნანობ არცერთ დრამატულ წუთს და საათს?არ ვნანობ საკუთარი ექსცენტრიულობის შედეგად მიღებულ სტრესებს, არ ვნანობ რომ ცხოვრების დარტყმებს თავი არ დავუხარე,არ გავეცალე,არ გავექეცი და ყოველი დარტყმის შემდეგ უფრო მაღლა ვუწევდი თავს, ვიწვევდი და ვაგიჟებდი ჩემი არანორმალური უკურექციებით,მირტყამდა და ყოველი ,,სინიაკი“ უფრო მალამაზებდა, ყოველი ცრემლი უფრო სექსუალურს და მიმზიდველს ხდიდა ლოყაზე ჩამონადენ შავ ფანქარს.. ძირს მაგდებდა და მაღალქუსლიანის გაუხდე
ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე - ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს. ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება. წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას; ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც ა