სად მიხვალ ქართველო...
*****************************************
ფეხდაფეხ ხმა მომდევს, "სად მიხვალ ქართველო",
შენს მიწას, შენს ფესვებს ვის უგდებ საჯიჯგნად,
სხვა ქვეყნის ზეცის ქვეშ თუ ვერ იქართველო,
თავი არ აიგდო მტრის თვალში საცინლად.
მობრუნდი, ამ წასვლას ინანებ იცოდე,
მტვერსაც კი ინატრებ შენ სახლის ეზოდან,
იქ არვინ მოგხედავს, ცეცხლშიც რომ იწვოდე,
ხომ ხედავ, დრო დადგა ძმა ძმას არ ენდობა.
სად მიხვალ, ქალი ხარ, შვილების დედა ხარ,
მათ შენი სითბო და ალერსი სჭირდებათ,
ზოგჯერ თუ სუსტი ხარ, ხანდახან კლდეცა ხარ,
შვილების გარეშე იქ გაგიჭირდება.
მობრუნდი, ის კოცნა დიდ ხანს არ გაგყვება,
ყელს შემოხვეულმა შვილმა რომ გაკოცა,
მისი ხმა, იცოდე ძილშიც კი ჩაგყვება,
დაბრუნდი, მადლი ჰქენ, უფალი დაგლოცავს.
დ