Предыдущая публикация
ძალა არ შემწევსო იტყვი და,
მაინც გააგრძელებ გზას...
ღმერთო,სადა ხარო იტყვი და,
გულში ჩაიხუტებ ჯვარს...
მუხლი მეტკინაო, იტყვი და,
წყლულებს ჩამორეცხავ კანს...
ჩამობნელდებაო იტყვი და,
მზისკენ გააპარებ თვალს...
როგორ მომწყურდაო,იტყვი და,
წვეთად შეაგროვებ წყალს...
ბოლო იმედს ჩავეჭიდებიო-
ბნელში სინათლისფერ კვალს...
ხმაც კი მიწყდებაო იტყვი და,
ხელით მოისინჯავ ყელს,
ღმერთი არ არისო იტყვიან-
შენ რომ დაინახავ ღმერთს...
აი,მაშინ მოვა სიმშვიდე-
თავს დაახრევინებს მთებს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев