ძალა არ შემწევსო იტყვი და,
მაინც გააგრძელებ გზას...
ღმერთო,სადა ხარო იტყვი და,
გულში ჩაიხუტებ ჯვარს...
მუხლი მეტკინაო, იტყვი და,
წყლულებს ჩამორეცხავ კანს...
ჩამობნელდებაო იტყვი და,
მზისკენ გააპარებ თვალს...
როგორ მომწყურდაო,იტყვი და,
წვეთად შეაგროვებ წყალს...
ბოლო იმედს ჩავეჭიდებიო-
ბნელში სინათლისფერ კვალს...
ხმაც კი მიწყდებაო იტყვი და,
ხელით მოისინჯავ ყელს,
ღმერთი არ არისო იტყვიან-
შენ რომ დაინახავ ღმერთს...
აი,მაშინ მოვა სიმშვიდე-
თავს დაახრევინებს მთებს!
ამბობენ როცა ქრისტე პატარა იყო, მისი საყვარელი თამაში თიხისგან ფრინველების გამოძერწვა იყო. მერე ამ ფრინველებს მდინარის პირას ჩაამწკრივებდა და ტკბებოდა მათი მზერით.
ერთ დღეს ბოროტმა და ანჩხლმა კაცმა გამოიარა მდინარის პირას.
-რას აკეთებ ცუდო ბავშვო!? დაუყვირა თურმე ქრისტეს. მერე კი თავისი ხელჯოხით თიხის ფრინველების დამტვრევა დააპირა. სწორედ ამ დროს პატარა იესომ თავისი პაწაწინა ხელი გაიშვირა მის მიერ შექმნილი ფიგურირებისკენ და ჩიტები ცოცხალ არსებებად იქცნენ. ისინი ისე სწრაფად გაფრინდნენ რომ ბოროტმა კაცმა ვერ შეძლო მათთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა. ეს ჩიტები მერცხლებად იქცნენ. თავდაპირველად ნაცრისფერები ყოფილან. მოგვიანებით როცა ქრისტე გაიზარდა და მისი ჯვარცმის დღე დადგა, მერცხლები უკან