წმინდა ნინოს ვაზის ჯვარით ამაღლებულო,
ჯალალედინის ბრჭყალებიდან თავდაღწეულო,
ბერი თევდორეს გამძლეობით დღემდე მოსულო...
ვინ დაგაჩოქოს,ვინ გაგტეხოს,სულო ქართულო!!!
ვინ შეეცილოს ფარნავაზის ნაბოძებ ანბანს,
შოთას გენიით,სიბრძნის სიცრუით...განდიდენებულს.
ვინ შეედაროს გურამიშვილს,სახლიდან დევნილს,
ქართვლისთვის დამწვარს,კელაპტრივით, სანთლად ანთებულს.
ან საბას ტვირთი ვინ მოირგოს, ზურგითვე ზიდოს,
შეუბღალავად,აღესრულოს თუგინდ უცხოეთს...
თვისი მიწის,თვისი ხალხის სამსახურისთვის,
ქათული სულის უკვდავებას რომ შეუერთდეს.
ვინ იდავითოს,--თუ შეხედავთ ვითომც დავითობს.
ვინ იზვიადოს,--შადიმანი როცა ზვიადობს.
...ქართული სული უკვდავია,მარადისია,
''არ დავარდება აქლემიო...''ბრძენიც გვიამბობს.
ჩემო მიწაო,ზეცავ,ხალხო მუდამ უდრეკო!
ვინ დაგაჩოქოს,ვინ გაგტეხოს სულო ქართულო!
ჭირში,ვარამში,ლხინში,ოფლში,ნამდვილ ბრძოლაში...
''მუმლი მუხაში,'' ''შავლეგოშიც''...წელს გამართულო!
თ.რუხელი.
20.01.16.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3