ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ,როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით, ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე. იაკ.
გამოყავი დღეში 15 წუთი იმისათვის, რომ ... 1. 5წთ. ელაპარაკო ღმერთს (ლოცვა) 2. 5წთ. იკითხო ბიბლია, დაიწყე იოანეს სახარებით და დაამთავრე გამოცხადებით 3. 5წთ. იფიქრე წაკითხულზე თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ღმერთთან ურთიერთობის ცხოვრების საიდუმლოს, ჩვენ ვიპოვით ,,ზეციურ განძს.”
არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად. რომ.
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.იოან.
ფსალმუნი 22 1. საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. 2. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. 3. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის. 4. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. 5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე. 6. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ. ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით? მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთ
...Ещё
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ. ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით? მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,1პეტ.
ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ***ვინც არ დაიბადება ხელახლა(მაღლიდან), ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს*** უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. ***ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული*** იოან.
3:1–6 ჩვენი მიზანი ხომ ღმრთის სასუფეველია – ანუ ზეცა – ანუ სამოთხე; და არა ჯოჯოხეთი – ანუ ქვესკნელი – ანუ მარადიული ტანჯვა–წამება. და როგორ მოვხვდე ზეცაში და არა ქვესკნელში??? პასუხი და კატეგორიული მოთხოვნა ღმრთისა ***ხელახლა(მაღლიდან) დაბადებაა*** რას ნიშნავს ხელახლა დაბადება? ჩვენც ნიკოდემესავით გვიჩნდ...Ещё
ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ***ვინც არ დაიბადება ხელახლა(მაღლიდან), ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს*** უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. ***ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული*** იოან.
3:1–6 ჩვენი მიზანი ხომ ღმრთის სასუფეველია – ანუ ზეცა – ანუ სამოთხე; და არა ჯოჯოხეთი – ანუ ქვესკნელი – ანუ მარადიული ტანჯვა–წამება. და როგორ მოვხვდე ზეცაში და არა ქვესკნელში??? პასუხი და კატეგორიული მოთხოვნა ღმრთისა ***ხელახლა(მაღლიდან) დაბადებაა*** რას ნიშნავს ხელახლა დაბადება? ჩვენც ნიკოდემესავით გვიჩნდება შეკითხვა... ნიკოდემემ ვერ გაიგო იესოს ნათქვამი ხელახლა(მაღლიდან) შობის აუცილებლობის შესახებ. გაუგებრობა გამოწვეული იყო იმით რომ, ბერძნული სიტყვა "აპოფენ" რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც "ხელახლა(მაღლიდან)" აქვს სამი სხადასხვა მნიშვნელობა. 1. ის შეიძლება ნიშნავდეს - ძირეულად, სრულად, რადიკალურად. 2. შეიძლება ნიშნავდეს - კვლავ ანუ ხელმეორედ. 3. და ნიშნავდეს - მაღლიდან ანუ ღვთისაგან. ამ ყოველივეს ქართულად ერთი სიტყვით ვერ გადმოსცემ , მაგრამ აზრი სრულად გადმოიცემა სიტყვებით "ხელახლა (მაღლიდან)შობა". ***აქედან გამომდინარე, იშვე-დაიბადო ხელახლა(მაღლიდან), ნიშნავს შეიცვალო იმდენად ძირეულად, რომ ეს უტოლდებოდეს ხელახლა დაბადებას;*** ***ეს ნიშნავს, რომ შენში მოხდა ისეთი რამ, რაც შეიძლება დავახასიათოთ როგორც სრული სახეცვლილება – გარდასახვა - ახლიდან დაბადება.*** და ეს ყოველივე შეუძლებელია მოხდეს ადამიანური ძალიხმევით არამედ ღვთის მადლისა და ძალის ამოქმედების გამო შენზე. თუ გინდა ზეცა, მაშ პირდაპირ ახლა მოიწვიე იესო შენს ცხოვრებაში ლოცვით და სთხოვე გარდაგსახოს – შეგცვალოს – გშვას ხელახლა ზეცისთვის – სამოთხისთვის – ღმრთისათვის...
ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,.რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.2კორ.
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალს ქრისტე იესოში. რომ.
Комментарии 86
ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ,როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
1:2–11.რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან.
ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.
დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,
ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.
რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე. იაკ.
გამოყავი დღეში 15 წუთი იმისათვის, რომ ...
1. 5წთ. ელაპარაკო ღმერთს (ლოცვა)
2. 5წთ. იკითხო ბიბლია, დაიწყე იოანეს სახარებით და დაამთავრე გამოცხადებით
3. 5წთ. იფიქრე წაკითხულზე
თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ღმერთთან ურთიერთობის ცხოვრების საიდუმლოს, ჩვენ ვიპოვით ,,ზეციურ განძს.”
არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.
13:8–14.ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,
არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად. რომ.
გმადლობ გენაცვალე
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
3:16–20.რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.
ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.
რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.იოან.
ფსალმუნი 22
1. საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
4. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.
6. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.ფსალ.
17:31.ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;
...Ещёერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.
ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?
მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.
წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.
ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთ
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;
3:9–18.ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.
ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?
მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.
წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.
ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.
რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,1პეტ.
ყოველ შესანახზე მეტად შეინახე გული შენი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.იგავ.
4:23.სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს..1კორ.
13:7.ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა:
3:1–6რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.
ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ***ვინც არ დაიბადება ხელახლა(მაღლიდან), ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს***
უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?
მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.
***ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული*** იოან.
ჩვენი მიზანი ხომ ღმრთის სასუფეველია – ანუ ზეცა – ანუ სამოთხე; და არა ჯოჯოხეთი – ანუ ქვესკნელი – ანუ მარადიული ტანჯვა–წამება.
და როგორ მოვხვდე ზეცაში და არა ქვესკნელში???
პასუხი და კატეგორიული მოთხოვნა ღმრთისა ***ხელახლა(მაღლიდან) დაბადებაა***
რას ნიშნავს ხელახლა დაბადება? ჩვენც ნიკოდემესავით გვიჩნდ...Ещё
ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა:
3:1–6რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.
ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ***ვინც არ დაიბადება ხელახლა(მაღლიდან), ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს***
უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?
მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.
***ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული*** იოან.
ჩვენი მიზანი ხომ ღმრთის სასუფეველია – ანუ ზეცა – ანუ სამოთხე; და არა ჯოჯოხეთი – ანუ ქვესკნელი – ანუ მარადიული ტანჯვა–წამება.
და როგორ მოვხვდე ზეცაში და არა ქვესკნელში???
პასუხი და კატეგორიული მოთხოვნა ღმრთისა ***ხელახლა(მაღლიდან) დაბადებაა***
რას ნიშნავს ხელახლა დაბადება? ჩვენც ნიკოდემესავით გვიჩნდება შეკითხვა...
ნიკოდემემ ვერ გაიგო იესოს ნათქვამი ხელახლა(მაღლიდან) შობის აუცილებლობის შესახებ. გაუგებრობა გამოწვეული იყო იმით რომ, ბერძნული სიტყვა "აპოფენ" რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც "ხელახლა(მაღლიდან)" აქვს სამი სხადასხვა მნიშვნელობა.
1. ის შეიძლება ნიშნავდეს - ძირეულად, სრულად, რადიკალურად.
2. შეიძლება ნიშნავდეს - კვლავ ანუ ხელმეორედ.
3. და ნიშნავდეს - მაღლიდან ანუ ღვთისაგან.
ამ ყოველივეს ქართულად ერთი სიტყვით ვერ გადმოსცემ , მაგრამ აზრი სრულად გადმოიცემა სიტყვებით "ხელახლა (მაღლიდან)შობა".
***აქედან გამომდინარე, იშვე-დაიბადო ხელახლა(მაღლიდან), ნიშნავს შეიცვალო იმდენად ძირეულად, რომ ეს უტოლდებოდეს ხელახლა დაბადებას;***
***ეს ნიშნავს, რომ შენში მოხდა ისეთი რამ, რაც შეიძლება დავახასიათოთ როგორც სრული სახეცვლილება – გარდასახვა - ახლიდან დაბადება.***
და ეს ყოველივე შეუძლებელია მოხდეს ადამიანური ძალიხმევით არამედ ღვთის მადლისა და ძალის ამოქმედების გამო შენზე.
თუ გინდა ზეცა, მაშ პირდაპირ ახლა მოიწვიე იესო შენს ცხოვრებაში ლოცვით და სთხოვე გარდაგსახოს – შეგცვალოს – გშვას ხელახლა ზეცისთვის – სამოთხისთვის – ღმრთისათვის...
ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,.რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.2კორ.
5:19–21.და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალს ქრისტე იესოში. რომ.
8:38-39