საქართველომ დაგირწია შენ აკვანი,
ფეხშიშველსაც ამ მიწაზე გირბენია,
ეს მიწაა თვით უფლის კვართის აკვანი,
დედა ღვთისმშობლის წილხვედრი იბერია .
ქართვლის დედას ჯერაც უწევს ჩვილი მკერდზე,
ხმალიც თან აქვს მტრისთვის,ძმისთვის-ღვინის თასი,
ის ჩვილი რომ გაიზრდება,რას ახვედრებ?
ვინ ასწავლოს კურთხეული მიწის ფასი?
შენ,ქართველო,რად შეგცვალა ხელის ჭუჭყმა?
პაპაშენი საფლავიდან გოდებს,კვნესის,
უხაროდა პირველ ნაბიჯებს რომ დგამდი,
არ გაუხმო საჯიშე ვაზს ძირი,ფესვი!
რას აფასებ?მე ვიყიდი შევძლო იქნებ,
სიცოცხლეშიც გაგიცვლიდი მონატრებულს,
ოღონდ კვნესას ნუ გავიგებ ჩემი მიწის,
სირცხვილი მკლავს სხვის მიწაზე მონად გდებულს.
დედაღვთისა კვლავაც გაცდის გონზე მოსვლას,
ვინძლო მიხვდე და ეგ სული აჯანმრთელო,
ეს სოფელი ოთხი ფიცრით გაგაცილებს,
შენ ქართველო,როგორ ყიდი საქართველოს?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2