„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.
Комментарии 1