Предыдущая публикация
მთვარეა ღამის მნათობი,
მზე აღბრწყინდების დილითა,
უფლისთვის ლოცვას ვაღვლენდეთ,
წრფელი გულით და პირითა...
ვიმღვიძარებდეთ ყოველ ჟამს,
ნუ ვიუდებებთ ძილითა,
ცხადად მივიღოთ უფალი,
ნუ დავიკვეხნით სიზმრითა.
აღსარებისთვის ვემზადოთ,
ცოდვებს ნუ შევღებთ ინითა,
ღმერთს თუ არ ვეზიარენით,
ეშმას ვერთმევით სინითა.
საფლავებს ნუ ვემსგავსებით
შელამაზებულს კირითა,
სასუფეველი გვერჩივნოს,
ჯოჯოხეთს ღრჭენას კბილითას.
თუ არ ვივიწყებთ არასდროს
ლოცვა-გალობანს დილითა,
უთუოდ ღმერთთან ვიქნებით
აზრით, გონებით, ფიქრითაც...
(ირინა ხურციძე/ 4-12-2013/)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1