ვინც საერთოს იპოვით ჩემს ავადმყოფობაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ დანიშნულებით:
მან მითხრა რომ:
1. გინიშნავთ სიჩუმეს, რომლის მიღებაც საჭიროა მაშინ, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი არის ცუდ ხასიათზე…
2. გინიშნავთ ღიმილს, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი იბღვირება!
3. გინიშნავთ სიყვარულს რომლის მიღება საჭიროა არა დილა-საღამო- შუადღეს, არამედ მუდამ, განუწყვეტლად, ყოველ წამს…ო!
4. გინიშნავთ იმედს, რომელიც უნდა მიიღოთ უიმედობის ჟამს!
5. გინიშნავთ სინანულს, რომელიც უნდა მიიღოთ მაშინ, როცა იგრძნობთ რომ ამპარტავნება მოგერიათ (სიმპტომები თავბრუ-ხვევა, ზემოდან ყურება და ა.შ..)
5. გინიშნავთ, უბრალოებას და თავმდაბლობას, რომელიც ურეცეპტოდ რიგდება ყველგან, მთავარია თქვენი სურვილი...ო!
6. გინიშნავთო მიტევების ძალის მომცემ საშუალებას, რომლის შეძენა შეგიძლიათ ტაძრებში (აღსარება-ზიარებისას-ო)
7. და ბოლოს გინიშნავთ სათნოებას, რომელიც სულის თვალებს ისე აგიხელთ, რომ არასოდეს დაგჭირდებათ ვარდიფერი სათვალე, ბუნებრივად ხედავ ყველას და ყველაფერს ლამაზ ფერებში-ო!
მე მკურნალობას ვიწყებ, შედეგს კი ყველანი ვნახავთ, აბა როგორ გაამართლებს "ჩემი ექიმი"
/ნანა მეფარიშვილი/
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 48
Заболела счастьем, успехом и хорошим настроением! Больничный брать не буду! Пусть люди заражаются!