გაიჭედა რატომღაც საათები წამებში,
მონატრება გაშეშდა აცრემლებულ თვალებში,
გაყინულა სიტყვები სადღაც გულის არეში,
მოლოდინი, ტკივილი აირია ქარებში...
ნეტავ როდის გადნება ცრემლი დროის მისანი,
გულს როდის აუხდება ოცნება და მიზანი?!
ისევ შენი სახე ჩანს აცრემლებულ თვალებში,
ხსნას ტანჯვიდან მოველი სითბოსა და ალერსში...
ისევ შენი გული ძგერს ჩემი გულის კიდეში,
ისევ შენი სახეა ამომავალ ფიქრებში...
გაიყინა წამები,
გაიყინა წუთები,
მხოლოდ შენ თუ გამათბობ ისე ჩამეხუტები...
ამ გაყინულ ღამეში თარეშობენ ქარები
მეხვევიან გარს ისე ,თითქოს შენი მკლავები...
როგორ მიჭირს, უშენოდ ამათრთოლებს სიცივე,
ვეღარც ქურქი გამათბობს მერე?
მერე ვიტირებ!
ქარი სადგაც წამიგებს უშენობით გალეშილს,
აღარც ცრემლი იბრწყინებს ამ უკუნეთ ღა