კითხვა: უნდა გაავრცელოს სახარება და საჯაროდ უნდა იქადაგოს მხოლოდ მღვდელმა, თუ ამის უფლება ენიჭებათ ერისკაცებსაც?
პასუხი: "უფლის მცნებაა – არ დავდუმდეთ, როდესაც სარწმუნოებაა საფრთხეში. თქვი, – ამბობს უფალი, – ნუ გაჩუმდები. "და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა" (ებრ. 10,38); და კვლავ: "დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლუკ. 19,40). ამგვარად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ გვაქვს უფლება ვთქვათ: "ვინ ვარ მე? – მღვდელი არა ვარ, არც მთავარი, არც მეომარი და არც მიწათმფლობელი. მე ერთი გლახაკი ვარ, ყოველდღიური საზრდელისთვის მშრომელი. მე არ მეხება სარწმუნოებაზე საუბარი და ზრუნვა". ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი სდუმხარ და არაფერს ზრუნავ?!
უნდა იღვწოდეს და მოძღვრავდეს მართლმადიდებელთ არა მხოლოდ ის, ვისაც წოდებრივი და მცოდნეობითი უპირატესობა გააჩნია, არამედ გაბედულად უნდა ქადაგებდეს ჭეშმარიტებას მოწაფის ადგილზე მყოფიც".
/წმ. თეოდორე სტუდიელი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев