უშენობა ცივია...წვიმიანი და სევდიანი... შენს გარეშე,სიცარიელის შეგრძნებებით სავსე ვარ,შენს ემოციებს მოკლებული... დღეს დრო თავისი ლოგიკითა და ლოგიკის გარეშე უშენობას მასწავლის,რთული გაკვეთილია,რომელსაც მონატრება ჰქვია...შენთან ყოფნის დროს,ჩემი ემოციები თბილი იყო,მშვიდი,ხალისიანი და ხანდახან შეუცნობლად მგრძნობიარე... სიცოცხლით სავსეს გიყურებდი და მეგონა ასე გაგრძელდებოდა ყოველთვის!შენს სიყვარულს დაკვირვებით ვსწავლობდი,მარტივი და საინტერესო გაკვეთილი იყო და მე არასდროს ვაცდენდი ამ გაკვეთილს...დაუსრულებლობა ხარ,შენზე ფიქრი წერტილს ვერასოდეს სვამს.... დღეს დრო თავისი ლოგიკითა და ლოგიკის გარეშე უშენობას მასწავლის,რთული გაკვეთილია და მე ამ გაკვეთილს არასოდეს ვესწრები!!!
არასდროს გაუკეთო იგნორირება, იმ ადამიანს რომელსაც ყოველთვის ძალიან უნდა შენთან ლაპარაკი, რომელიც ყველაზე მეტს ფიქრობს შენზე. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ერთ მშვენიერ დღეს, შენ შეიძლება გაიღვიძო და მიხვდე, რომ დაკარგე მთვარე, ვარსკვლავების თვალიერებაში. "