მე მთელ სამყაროს მირჩევნიხარ ჩემო სიცოცხლევ,
თაფლისფერ თვალებს მიუყვება ბილიკი ცრემლის,
მე მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
და ჩემს ოცნებას, შენზე ფიქრი, დროდადრო შეშლის
ნუ შეშინდები, ნუ დაფრთხები, არ შეგაწუხებ,
არ გამტყუნებ და უფრო მეტიც, მე შენი მესმის,
ეს სიყვარული განაჩენად გამოვუტანე,
საკუთარ თავს და ამას, უკვე, ვერავინ შეცვლის,
მინდა, რომ იყო ბედნიერი, ამ სიყვარულს კი,
ლექსებად გავშლი და ვიქნები მორჩილი ბედის,
იცი, ვერასდროს მივეჩვევი უშენოდ სუნთქვას
და უიმედო მოლოდინი ვიცი, რომ შემშლის,
მე შენ მიყვარხარ, არავის რომ არ ყვარებიხარ,
ჩემი ლექსებით იმას გიხსნი, რაც კარგად გესმის,
როდესაც ისევ წაგიკითხავ სულის სტრიქონებს,
გაგეღიმება, მიხვდები, რომ ვერავინ შეგცვლის...