როცა გესმის სიტყვა დედა, სხვა დანარჩენს აზრი ეკარგება. ეს ხომ მაგიური სიტყვაა დედის წუხილი გულის ტკივილია, დედა საუნჯეა შეუცვლელი ^_^ ერთადერთია ვისაც უანგაროდ უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. ისეთს მიგიღებს, როგორსაც ცხოვრება გაგხდის. ეყვარები და არაფერს გთხოვს სანაცვლოდ. გულს ატკენ და ცრემლიანი მაინც გაგიღიმებს, არასწორად მოიქცევი და ფეხზე წამოდგომაში მაინც დაგეხმარება. შეცდომას დაუშვებ და უცილოდ გაპატიებს. ხშირად გვტკენია, განგვიცდია, გვიტირია. მივსულვართ მათ ნაწვალებ ხელებთან და გულში ჩავხუტებივართ და დავმშვიდებულვართ ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არცერთი არ არის. დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება, დედის ლოცვა შვილებს მუცლიდანვე სჭირდებათ დ