"როგორც იცით, ძველ დროში რუსეთში ყველა უბედურებას ჯადოქრებს უკავშირებდნენ. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მრავალი წლის წინ რუსეთის ერთერთ სოფელში:
სოფელში ცხოვრობდა ერთი უცნაური ჯადოქარი, მისი ქოხი სავსე იყო სხვადასხვა უცნაური ნივთებით და ყოველღამე მისი სახლიდან ხმამაღალი შელოცვების ხმა გამოდიოდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქოხის ახლო–მახლო მოხვდებოდა, ავტომატურად დაწყევლილად ცხადდებოდა და მასთან კავშირზე მთელი სოფელი ერთპიროვნულად ამბობდა უარს.
ერთ დღეს სოფლის მცხოვრებმა, ვინმე ვლადიმერმა თავისი ძროხა საძოვრად ქოხთან ახლოს მდებარე ტყესთან მიიყვანა. როგორც ის ყვება, წამოსვლისას ტყეში მოხუცი ქალი შენიშნა, მაგრამ ვერ იცნო. როდესაც ძროხის სახლში წამოსაყვანად დაბრუნდა, საქონელი გამოფატრული და სისხლისგან დაცლილი ეგდო ძირს. საინტერესოა, რომ მის გარშემო შავი, რაღაც უცნობი ნივთიერების მტვერით შემორკალული წრე იყო. ვლადიმერი თავზარდაცემული გამოვარდა უკან და მისმა ყვირილმა მთელი მოსახლეობა შეძრა. ეს ამბავი ძალიან მალე გავრცელდა და ყველაფერი სოფელში მცხოვრებ ჯადოქარს დაბრალდა.
სოფლის მამასახლისმა გადაწყვიტა ჯადოქრის კოცონზე დაწვა. ამხედრედა სოფელში მცხოვრები მოსახლეობა და ყველა ქოხისკენ გაეშურა. სოფლის მამასახლისმა ქოხის კარებზე უშიშრად დააკაკუნა, მაგრამ არავინ გამოსულა. მან კიდევ სცადა დაკაკუნება, მაგრამ როცა არავინ გამოვიდა, კარი შეამტვრია და შიგნით შევიდა. ქოხი არც ისეთი პატარა აღმოჩნდა, როგორიც გარედან ჩანდა. სოფლის მამასახლისის მას ასე აღწერს:
– მეგონა შიგნით შესულმა ბატარა ბუხარი, სამოვარი და ერთ პატარა მაგიდას დავინახე, თუმცა გარშემო უზარმაზარი თავისუფალი სივრცე იყო.ერთადერთი, რამაც ჩემი გაოცება და შეშინება გამოიწვია იყო ის, რომ ირგვლივ უამრავი სარკე იდგა. როდესაც მთავარ ოთახში შევედი, დავინახე მოხუცი, რომელიც რაღაც ლოცვას წარმოთქვამდა. შემეშინდა და უკან დავიხიე, მაგრამ ამ დროს შემოვიდა ხალხი და ეს მოხუცი სახლიდან გავათრიეთ. როდესაც დავიწყეთ მისი დაკითხვა და ვკითხეთ, მან მოკლა თუ არა ძროხა მან პასუხი არ გაგვცა და მხოლოდ ის თქვა, რომ სოფელში დადიოდა მოხეტიალე სული, რომელიც ცდილობდა ყველაფრის დანგრევას. ეს სული ეკუთვნოდა ყოფილ მეომარს, რომელიც სოფლიდან იმის გამო გააგდეს, რომ დიდგვაროვანი ქალი შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა. ეს სული შურისძიების წყურვილით ანგრევდა ყველაფერს. მოხუცმა ისიც თქვა, რომ მას ესაუბრა და სული შეპირდა რომ დატოვებდა სოფელს, თუ ეს ქალი წაიკითხავდა სპეციალურ ლოცვას, რომელიც ანთავისუფლებს სულს და მსხვერპლად ცხოველებს შესწირავდა. სწორედ ამ ლოცვის კითხვისას შეუვარდნენ ჯადოქარს სახლში. ხალხმა არ დაიჯერა მოხუცის მონაყოლი და შუადღეს კოცონზე დაწვეს. ამ ქალის გარდაცვალების პირველ ღამეს სოფელს დიდი ქარიშხალი დაატყდა თავს. ამოიხოცა პირუტყვი და ხალხს სახლები დაენგრა. მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, რომ მოხუცი ჯადოქარი მხოლოდ უბრალო ბებერი იყო და სოფლის აურზაურის მიზეზი მართლაც მეომრის სული გახლდათ, თუმცა გვიანი იყო, რადგან იმ წამიდან დღემდე, ყოველ სავსემთვარეობს სოფლიდან უგზოუკვლოდ იკარგება თითო ბავშვი, მოსახლეობას კი დღემდე ვერ გაუგია, როგორ დააღწიონ ამ უბედურებას თავი.
ვერც გაიგებენ, რადგან განრისხებულ სულზე უფრო საშიში არასდროს არაფერი არაა. ეს სული მანამ არ მისცემს მოსვენებას ხალხს, სანამ თავადაც არ გათავისუფლდება, ეს კი არც თუ ისე ადვილია, ერთადერთი ლოცვის წამკითხველი ხომ ხალხმა თავისივე ხელით დაწვა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3