მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ, ცდუნების ჟამს, ხშირად ვივიწყებთ ღმერთის შესახებ.
ჩვენ შეგვემთხვევა გაჭირვება, წარუმატებლობა, მწუხარებები, ისე რომ, ერთ უბედურებას მეორე ემატება. ჩვენ არ ვიცით, რას ჩავეჭიდოთ ამ მწუხარებებსა და უბედურებებში ყოფნისას და სწრაფად ვვარდებით სულიერ მოწყინებაში, ხელებს ჩამოვუშვებთ და ვფიქრობთ: «ჩემთვის, ყველაფერი დასრულებულია, აღარ მეღირსება ამქვეყნიურ ცხოვრებაში მეტი სიხარული და ნუგეში».
ვვარდებით სასოწარკვეთილებაში, რადგან ვივიწყებთ, რომ ღმერთს მივმართოთ ამ დროს. განა უფალმა არ გამოგვიგზავნა გამოცდა? მაგრამ მასვე ძალუძს - გამოგვიგზავნოს მოთმინება, სიმტკიცე და ნუგეში. უფალი დაგვსჯის და თავადვე შეგვიწყალებს და გვანუგეშებს. მას ბევრი საშუალება აქვს საამისოდ, რამეთუ იცის, როგორ ჩაღვაროს ნუგეშინისცემა ყველაზე უსიხარულო ტანჯულის გულში».
არქიმანდიტრი კირილე( პავლოვი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4