Предыдущая публикация
დაწერე თუნდაც გაკვრით..
გთხოვ ნუ დაიცავ რითმას,
რადგან არაფერს არ ცვლის...
შექმენი ჩემი მხარე..
ან სხვა პლანეტის არსი..
სადაც ზაფხული,ზამთარს
სულ ნაწილებად დაშლის..
აღწერე ჩემი სახე..
ჩემი ყოველი ნაკვთი..
ჩემი ტუჩების ფორმა,
როცა სიყვარულს ავხსნი..
დაწერე ლექსი ჩემზე ..!
დაწერე ოღონდ გაკვრით..
მე არ მჭირდება შენგან,
ღმერთად მაქციო - კალმით
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев