კვლავ ორნი მარტო... წარსულში როგორც
პერანგის ღილებს აწვალებს ბიჭი,
ვეღარ ისვენებს ადგილზე გოგოც
წლების წინ ზუსტად აქვე ხვდებოდნენ,
მას შემდეგ დიდი ხანი გამოხდა
ერთურთის ტრფობით, ცქერით ტკბებოდნენ
ახლა დუმილი... ფიქრი... რა მოხდა?!
სად გაქრა ძველი აღტაცებანი,
ლამაზ სიტყვათა მონაცვლეობა,
ურთიერთლტოლვა, ცხელი ვნებანი...
რად დარჩა მხოლოდ მოვალეობა?!
სათქმელს ვერცერთი თავს ვეღარ აბამს,
ან რა უნდა თქვან - არც კი იციან,
ან კი როდესაც ძლიერ სურთ წასვლა
აქ სატანჯველად რაღად იცდიან...
კვლავ უღიმღამო მშრალი სიტყვები...
დრომ მხოლოდ ესღა შემოინახა
შორს გაფრენილი სულ სხვა ფიქრები
და გაცრეცილი ძველი “მიყვარხარ”
რაც იყო იყო ისე ლამაზი,
ისე საამო ვით თვით ოცნება...
მაგრამ გამქრალა გრძნობა ხალასი
და აღარასდროს გამეორდება
როგორც საამო არს სიყვარული
და გამოტეხვაც ასე ძნელია...
ისე მწარეა ეს სინანული
და განშორებაც ძლიერ მწველია
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев