როდესაც ფეხებზე
ბინძური თითებით ნათითხნი მორალი,
როდესაც ღრუბლები არსაით მიდიან,
დგანან და უშენო ღამეებს ბოლავენ.
ეს მაშინ,
როდესაც მარტო ვარ, მაწვება
სისხლი და ჰალერის იდეებს ვემხრობი,
როდესაც კედლებზე სიკვდილი დაძვრება,
როდესაც თავი მძულს და პირქვე ვემხობი.
ეს მაშინ,
როდესაც ნერვები მღალატობს,
როდესაც მგონია, რომ უკვე ვმთავრდები,
როდესაც შავ-თეთრი ცხოვრების ნარატივს
ვწერ - ფერადდება და ღმერთია თავდები -
რომ ლოცვა მთებს დაძრავს, არათუ კაცთაგანს
ვინმეს და ეს მაშინ,
როდესაც შორი ხარ,
როცა ვარ ერთგან და ყელს მჭრიან ათასგან -
ძვლამდე რომ დავყავარ,
ძვლისგან გამოიხრა -
ეს ლექსიც,
ვიხრჩობი -
ფეხებზე ,
მოხვალ და კიდევ ერთ სასწაულს მოავლენ,
როდესაც ღრუბლები არსაით მიდიან,
დგანან და უშენო ღამეებს ბოლავენ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев