ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.
ეს ჩემი რუტინა სრული აბსურდია
როგორც გაზაფხული დათოვლილი
მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და
გიჟების აღლუმზე დროშებით დავდივარ
თავში ყველაფერეი ისე ამერია
მხოლოდ უსულო ლანდი ვარ
როცა იმედები სადღაც იკარგება
მარტო დაეჩენილი და გულზე ლოდებით
ჩემ ირგვლივ წყვდიადი აღარ იფანტება
ხსნას ვეღარ დაველოდები
მიჭერს მარწუხები გულში ვითვლი წამებს
დრო თითქოს ჩემს ჯინაზე ჩერდება
ირგვლივ წყვდიადია ეს ღამე მაწამებს
და აღარაფრით თენდება
ვცდილობ დავასრულო დროის გაჩერება
მსურს საბოლოოდ დავუსვა წერტილი
აღარ ველოდები როდის გათენდება
მესმის გულისცემა წყვეტილი
ჩემი გულისცემაც მალე გაჩერდება
ეს წუთიც მალე იქნება
აღარ ველოდები როდის გათენდება
და დანით ვენებს ვისერავ
წყვდიადს გავატანე ჩემი ოცნებები
რომლებიც მე არ ამიხდა
ჩემი სიყვარული, გულის ტკივილები
რის გამოც მომავლის რწმენაც გამიქრა
არ ვიცი ამდენ ხანს რის გამო ვიცდიდი
რატომ და რისთვის, ან თუნდაც ვისთვის?
ჩემი იმედია ახლა სუიციდი
წვდიადში სულის კივილი ისმის
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია
და ამ ტენდენციამ მე გადამიყოლა
სიცოცხლის ბოლო წამს ცრემლი მომერია
და ჯოჯოხეთისკენ მივგორავ...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев