თვითმხილველების თქმით, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა. მასთან ერთად მანქანამ კიდევ ერთ პირს დაარტყა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.გარდაცვლილი გოგონა მაღალმთიანი აჭარის ხულოს ერთ-ერთი სოფელის ფაჩხას მკვიდრია და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. დედაქალაქში ჯული დასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტია. ჯული 19 წლის სიცოცხლით სავსე გოგონა იყო, მის გარშემო ყველას ახარებდა, ახალისებდა და ულამაზებდა ცხოვრებას. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა, მოსამზადებელ კურსს გადიოდა, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ერთ-ერთ მარკეტში კონსულტანტად მუშაობდა. მისი და სტუდენტია და მასთან ერთად ცხოვრობდა. უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისთვის. მშობლები და და-ძმა ჰყავს. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ოჯახი გააუბედურა და დიდი ტკივილი მიაყენა"დაღუპული გოგონას ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. 'შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ჯული დავითაძის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა მის ოჯახს... ვუსამძიმრებ ხულოს და სოფელ ფაჩხას ენით აუღწერელი ტრაგედია დატრიალდა 19 წლის ანგელოზი საშინელმა ავარიამ იმსხვერპლა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 39