👇
სულ პატარა აი ძალიან. ასე მგონია ესეთი პატარა გული აქვს ყველას.
არ ვიცი სხვა მაგრამ დღენიადაგ ამ გულის და სული კუნჭულებში დავძრწივარ. ავშლი ავფორფავ და რაშზე ავმხედრდები... მერე?! არაფერი! ტუმცა როგორ არაფერი მივქრივარ სამყაროს გარს ვუვლი და ვცდილობ გზად ვინც შემხვდება სული და გული გავუთბო. უამრავი ადამიანი მხვდება. ზოგი ისე მიყურებს ვხვდები რომ ცუდადაა და შველა უნდა.. ვკოცნი ვეფერები გულში ვიხუტებ და საგზლად უამრავ სიყვარულს ვაყოლებ.
ზოგს გიჟი ვგონივარ. ამ ცოდვით სავსე დედამიწას შენ გაასწორებო მეუბნებიან და მე ვიღიმი. თავს ვუქნევ და ვეუბნები მე ყველანაირად ვეცდები!! დამცინავად შემომხედავენ და ხელს ჩაიქნევენ. მართლაც გიჟი ყოფილა ეს შეჩვენებული და გზას გაუყვებიან. მე ისე რიმ გაიგონონ მტელი ხმით ვყვირივარ ბედნიერება და სიყვარული თქვენ!! კიდევ ერთხელ მოტრიალდებიან გამიღიმებენ და გზას აგრძელებენ!!
ზოგს კიდევ სახეზეც და თვალებზეც ახატიათ როგორ ვეზიზღები. მივდივარ მათთან და ჩახუტებას ვცდილობ მაინც. ხელს მკრავენ და გქნზე გადიან. მაინც ჯიუტად მივიწევ მატთკენ ვეუბნები რომ მე ისიანიც ჩემებურად მიყვარან. და მათთდამი მე არანაირი ზიზღი და შური მამოძრავებ . ისინი იწყებენ ნელ ნელა ჩემსკენ სიარულს. ზოგი ზურგიდან საგულდაგულოდ შენახულ დანას მარჭობს და უკვირს რომ წვეტი სისხლი არ გადმოვიდა. რატომ უკვირთ ნეტავ. მე ხომ გზადაგზა ყველას ყველაფერი დავურიგე.
ხო ისევ ჩემს გაუხედნავ რაშს მოვახტები და გზას ვაგრძელებ.
არასდროს არავისგან არ ვიტხოვ არაფერს. სრულიად არაფერს.
მე უბრალოდ ძალიან უბრალო ერტი ადამიანი ვარ ამ ცისქვეშეთში ვინც პატარა გულით დაიარება და ამავ დროს მოუსვენარი სულით.. ეს პატარა გული უამრავ რამეს იტევს და უძლებს მაგრამ ისევ ისე აგრძელებს ბრძოლას.
ამ დიდი ტექსტით მინდა სულ პატარა და ამავდროს ყოვლის მპყრობელი სიტყვა გითხრათ!!
მიყვარხართ ადამიანებო!!💖
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев